კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ულტიმატუმების ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია.
პესკოვის ამ სიტყევბს წინ უძღვოდა გერმანიის მთავრობის განცხადება, რომლის თანახმადაც, თუკი რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.
„გაფრთხილებები აქამდეც მოგვისმენია. ისინი ულტიმატუმის ფორმით გაჟღერდა. ულტიმატუმების მსგავსი ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთთან მსგავსი ენით საუბარი არ შეიძლება“,– თქვა პესკოვმა.