ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აშშ და ჩინეთი სავაჭრო ტარიფების 90 დღით შემცირებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი 90 დღის განმავლობაში ერთმანეთზე დაწესებული სავაჭრო ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჟენევაში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ზომების 90-დღიან დაპაუზებასა და ტარიფების 10%-მდე შემცირებაზე.

“ჩვენ დაბალანსებული ვაჭრობა გვსურს და ვფიქრობ, ამის მიღწევა ორივე მხარის ინტერესებშია. ერთმანეთისგან დაშორება არცერთ მხარეს არ სურს”. – თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 12 მაისს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
იტვირთბა....