ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველად გააკეთა კომენტარი გასული დღის შედეგებზე და მას უწოდა „პოტენციურად დიდი დღე“ რუსეთისა და უკრაინისთვის.

“პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი სისხლისღვრა, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველოდება!​​​​​​​​​​​​​​​​“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....