ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვარშავაში, EU-ის საგარეო საქმეთა არაფორმალურ საბჭოზე საქართველო არ მიიწვიეს

ვარშავაში, EU-ის საგარეო საქმეთა არაფორმალურ საბჭოზე საქართველო არ მიიწვიეს, – ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ, რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. მისი თქმით, ვარშავაში მიწვეული იყო EU-ს კანდიდატი ყველა სხვა ქვეყანა, საქართველოს გარდა.

„საინტერესოა, რომ საქართველო ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალურ საბჭოზე არ მიიწვიეს. ყველა სხვა EU-ის კანდიდატი ქვეყანა მიწვეულია”, – თქვა რიკარდ იოზვიაკმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აღნიშულ თემას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.

“პოლონეთს ჰკითხეთ. ის პასუხი მაქვს, რომ ორმაგი სტანდარტი ყველგან ხდება. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. მთელ ევროპაშ ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს, რა ვქნათ? ეშველება ყველაფერს. ის არის ორმაგი სტანდარტი, რაც არის დასაშვები საფრანგეთში, რაც არის დასაშვები გერმანიაში, საქართველოში რომ შფოთდებიან ამ ყველაფერზე. ქართველი ხალხის არჩევანი არის ეს ხელისუფლება და ეცით პატივი ამ არჩევანს, – უთხრა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.

იტვირთბა....