“ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით 7 საათზე ევროპის მოედანზე!”– წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, 9 მაისს, თბილიში ვროპის მოედანზე აქცია „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება. აქცია 19:00-ზეა დაგეგმილი, თუმცა მანამდე მოქალაქეები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაცაციაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით მივლენ ევროპის მოედანზე.