დარწმუნებული ვარ, რომ სერბეთი კვლავ ევროპულ გზაზე დარჩება. თუ ევროკავშირს ვინმეს დასჯა სურთ, მაშინ მე დამსაჯონ და არა სერბეთი, – ამის შესახებ ალექსანდრ ვუჩიჩმა მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მე აქ ჩემი ხალხისთვის და ჩემი ქვეყნისთვის ვარ. არ მაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ ან ამბობენ. მე სერბმა ხალხმა ამირჩია და ხალხს რიგაში, ტალინში, ვილნიუსში ან სხვაგან არ ავურჩევივარ. მე პრეზიდენტ პუტინს დავპირდი, მაგრამ აქ ვიზიტის შესახებ ტყუილი არ მითქვამს.
„რაც შეეხება ევროკავშირს, დარწმუნებული ვარ, რომ სერბეთი კვლავ ევროპულ გზაზე დარჩება. თუ მათ ვინმეს დასჯა სურთ, მაშინ მე დამსაჯონ და არა სერბეთი“,– განაცხადა ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს, მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა.