ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თვითმფრინავი, რომლითაც სერბეთის პრეზიდენტი მოსკოვში მიფრინავდა, აზერბაიჯანში დაეშვა

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავი, რომლითაც მოსკოვში მიფრინავდა, აზერბაიჯანში დაეშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინის სამხედრო ოპერაციაა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ამ დრომდე ვერ ახერხებს მოსკოვში გაფრენას.

ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად მიემგზავრება.

იტვირთბა....