პაკისტანის განცხადებით, ინდოეთის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 26 მოქალაქე, დაშავდა 46 ადამიანი.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ინდოეთიც. მათი ცნობით, პაკისტანის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 10 ადამიანი, დაშავდა – 48.
შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ თვეს, ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმა მოხდა. თავდასხსმის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

