მეგობარი აქტის მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს დამატებით უმძიმეს სანქციებს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს მეგობარ აქტს, 168 კონგრესმენი რესპუბლიკელია, ხოლო 181 არის დემოკრატი.
მისი თქმით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ვიზიტს აშშ-ში მომავალ კვირას.
“გუშინ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ უდიდესი უმრავლესობით მიიღო მეგობარი აქტი, რაც არის ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევა და მე მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ევროატლანტიკური მომავლისთვის, აშშ-ის ასეთი მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს მეგობარ აქტს, 168 კონგრესმენი რესპუბლიკელია, ხოლო 181 არის დემოკრატი…
მეგობარი აქტის მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან…
მინდა გაცნობოთ, რომ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ვიზიტს აშშ-ში მომავალ კვირას სწორედ იმისთვის მათ შორის, რომ ვიმუშაოთ განსაკუთრებით ინტენსივობით სენატთან, ზედა პალატასთან, რომ იქაც იყოს ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა”… – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

