ეს რეჟიმი დასასანქცირებელია და სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მიუღებელია “ქართული ოცნების” მხრიდან ამერიკის “დიპ სთეითად” და “ომის პარტიად” გამოცხადება.
“მეგობარი აქტის მიღება ამერიკაში ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს დღეს იმის გამო, რომ დასანქცირდნენ არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ რეალურად, საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არის ასევე ის, რასაც ჩვენ შევცვლით, როცა შევცვლით რეჟიმს. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია და სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან, რომ არ შეიძლება, დაუშვან და ეს იყო გამოცხადებული დღეს მათ მიერ, იმ რესპუბლიკელი დეპუტატების მიერ, რომ არ შეიძლება, საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან დიფ სთეითობას და ხან რას და ხან რას. ეს არის მიუღებელი და ეს არის პასუხი ამერიკის, როგორც მეგობრის,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

