ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩავიბარებთ 26 მაისს. 26 მაისი ჩვენია” – სალომე ზურაბიშვილი

პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, სხვადასხვა საზოგადოებრივი სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება ეს თუ კულტურა, ყველა ერთად – ყველა საქართველოს მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს, რადგან 26 მაისი ჩვენია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისი არის დამოუკიდებლობის სიმბოლო და ეს დამოუკიდებლობა ახლა გადასარჩენია.

“გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, გადავწყვიტეთ ერთად, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, სხვადასხვა საზოგადოებრივი სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება ეს თუ კულტურა, ყველა ერთად – ყველა საქართველოს მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს, რადგან 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას. ამისთვის ყველანი ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ კი 26 მაისს.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....