ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“MEGOBARI აქტი აშშ პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან” – გვარამია

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ “მეგობარი აქტის” მხარდაჭერას ეხმიანება და წერს, რომ MEGOBARI აქტი აშშ პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან.

გვარამია ასევე განმარტავს, თუ ვის შეეხება აღნიშნული სანქიები.

MEGOBARI აქტი უზარმაზარი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღებულია. დარჩა კიდევ 2 საფეხური ( კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა), რაც, როგორც წესი, სწრაფად მოსდევს პიველ და მთავარ კენჭისყრას. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:
2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს;
მოქმედ მაღალჩინოსნებს;
მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ; მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა – დაწერა გვარამიამ.

იტვირთბა....