გაერთიანებული სამეფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს.
“ლიდერებმა განიხილეს 30-დღიანი ცეცხლის შეტყვეტის აუცილებლობა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. მისი თქმით, მან უკვე გადადგა ნაბიჯი მშვიდობის დამყარებისკენ,”– ნათქვამია ინფორმაციაში.

