ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

9 მაისის აღსანიშნავად, პუტინმა სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, – ამის შესახებ კრემლის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით , ცეცხლის შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  პუტინი უკრაინულ მხარესაც მოუწოდებს, საპასუხოდ ცეცხლი შეაჩეროს.
„ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის დღეებში – 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე – რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება“, – წერია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტვირთბა....