ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“მინდა, რომ შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას” – ტრამპი პუტინზე

„მინდა, რომ მან შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას. ვფიქრობ, რომ გვაქვს პირობები გარიგების დასადებად და მინდა, რომ მან ხელი მოაწეროს,  დაასრულოს ეს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.“– ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინზე საუბრისას განაცხადა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიზე და თქვა, რომ გასულ შეხვედრებთან შედარებით, ზელენსკი უფრო მშვიდია. ამასთან, დაამატა, რომ მისი და ზელენსკის ურთიერთობა ცუდი არასდროს ყოფილა.

[ზელენსკი] უფრო მშვიდია. ვფიქრობ, მოცემულობა ესმის და გარიგების დადება სურს.”– თქვა ტრამპმა.

იტვირთბა....