ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“9 მაისს მოსკოვში მივდივარ” – რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს, რათა  ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწროს.

ამით ფიცომ კაია კალასის გაფრთხილებას უპასუხა, სადაც კალასმა თქვა, რომ ევროპელი ლიდერები არ უნდა დაესწრონ მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.

“ქალბატონი კალასის გაფრთხილება და მუქარა უპატივცემულობაა და მე მას უარვყოფ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში მაისის გამარჯვების დღის ღონისძიებებში. ის ამბობს, რომ მონაწილეობის მიღებას სერიოზულად მოეკიდება.

მე 9 მაისს მოსკოვში მივდივარ. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დამსჯიან? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ 2025 წელია, და არა – 1939” – წერს ფიცო.

იტვირთბა....