საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც გიორგი გახარია 20 ივნისის საქმეზე კითხვებს პასუხობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა შს ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას განუცხადა:
“ძალიან სერიოზული ამნეზია დაგმართნიათ – მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, თქვენთან შემოვედი და გითხარით: „გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა იმიტომ, რომ უბედურება ტრიალებს“. თქვენი პასუხი იყო სრულიად ცინიკური, რომ „რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო“. იქნებ, ესეც გაიხსენოთ, თუ არ გახსოვთ?” – თქვა სუბარმა.
პასუხად გახარიამ თქვა, რომ სოზარ სუბარი რასაც ახლა ამბობს, გამოძიებისთვის უნდა ეთქვა.