ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

” შსს-ში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე. ამის შემდეგ არლამენტიდან დაიწყეს დარეკვა, თხოვნა” – გახარია

გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის ივნისში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემოსვლის წინააღმდეგი იყო.

“როცა საქართველოში ეს ღონისძიება იგეგმებოდა, შსს-ში რუსეთის მოქალაქეების სია შემოვიდა, რომელთა ქვეყანაში შემოსვლა იყო დაგეგმილი. მაშინ, შსს-მ და სუს-მა ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიული უარი განვაცხადეთ – 10-12 ადამიანზე იყო საუბარი, ზუსტად არ მახსოვს. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი ყველა “დაბრაკული” იყო. მათ ნაწილს კანონი ჰქონდა დარღვეული. ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ეს კაცი არ შემოგვეშვა და ვთქვით, მას არ ვუშვებთ-თქო. ერთი ამბავი ატყდა – პარლამენტიდან დარეკვა, თხოვნა […]

ამ კაცის შემოშვებაზე მაშინ პასუხისმგებლობა პარლამენტის ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძემ აიღო” –თქვა გახარიამ.

იტვირთბა....