ამ წუთებში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თქვა, რომ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უნდა გამოცხადდეს.
„საქმე არის ძალიან ბევრი, მითუმეტეს 2012-2024 წლებთან დაკავშირებით მუშაობა ახლა დავიწყეთ და მაგალითისთვის მოსაბრძანებელია გიორგი გახარია და არა მარტო ის, არაერთი პოლიტკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას მავნებლობს გარედან“, – განაცხადა წულუკიანმა.