“რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ომის დამნაშავე პუტინი ყველაფერს აკეთებს, რათა დაშლილი საბჭოთა კავშირი აღადგინოს”- რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე.
“მან არ გამიყვანა რუსული ჯარები დნესტრისპირეთიდან ან მოლდოვიდან. ისინი უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს, შესაბამისად, ახლა მოლდოვის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. დამატებით, ჩვენი ვიცით, რომ მათ ბელარუსში არჩევნები გააყალბეს.
შემდეგ [რუსეთი] საქართველოში შეიჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოახდინა. შემდეგ იყო უკრაინა, როდესაც 2014 და 2022 წლებში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა.
შემდეგ საქართველოში 26 ოქტომბრის ეროვნული არჩევნები გაყალბდა და იყო ძალისხმევა, რომ ჩამოეცილებინათ ძალიან მამაცი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
და ისევ და ისევ, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლახან დიდი ძალისხმევა ჩადეს რუმინეთის არჩევნების გაყალბებაში, თუმცა, საბედნიეროდ, ეს [ძალისხმევა] წარმატებული არ აღმოჩნდა”. – თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე.