ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რეზოლუცია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, კვლავ ორ ფუნდამენტურ პირობას დააყენებს – ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას” – თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ევროსაბჭოს მოსალოდნელ რეზოლუციაზე ისაუბრა და თქვა, რომ რეზოლუციას, რომელსაც  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხუთშაბათს მიიღებს, კვლავ ორ ფუნდამენტურ პირობას დაეყრდნობა, რომლებიც ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებსა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას გულისხმობს.

დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია, რომელსაც ხუთშაბათს უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, კვლავ დააყენებს, იმ ორ ფუნდამენტურ პირობას, რომელიც იანვრის რეზოლუციაში ვიხილეთ. ეს არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, როგორც ორი პირობა, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვერ დაბრუნდება, წულუკიანის იანვრის მცდელობის მიუხედავად, რომ ეს პირობები არ ყოფილიყო დაყენებული და რომ სწორედ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ გამოვიდეს დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....