“ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, ბატონო პრემიერო, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება.” –ამის შესახებ ახლადდანიშნულმა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასულ კვირას, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსიტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს.

