ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

“როდემდე უნდა გააგრძელოს რუსეთმა მშვიდობის წინააღმდეგ მოქმედება და უდანაშაულო ბავშვების ხოცვა?” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს ეხმიანება და პლატფორმა X-ზე 4 აპრილს კრივოი როგში რუსეთის მიერ მიყენებული სისხლიანი დარტყმებზე წერს.

უკრაინაში, ამ ეროვნული გლოვის დღეს, ჩემი ფიქრები არის იმ მსხვერპლ ბავშვებთან, მშვიდობიან მოქალაქეებთან, მათ შორის 4 აპრილს, კრივოი როგში რუსეთის მიერ მიყენებული სისხლიანი დარტყმების შედეგად დაზარალებულებთან. 

გასულ ღამეს, რუსეთი კვლავ დაესხა საცხოვრებელ უბნებს კიევსა და უკრაინის რამდენიმე სხვა ტერიტორიაზე.

იმ დროს, როდესაც უკრაინამ თითქმის ერთი თვის წინ 30 დღის ვადით ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის წინადადება მიიღო და როდესაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად მშვიდობის მიღწევის გზებზე ვმუშაობთ, რუსეთი ომს კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებს, არ ითვალისწინებს მშვიდობიან მოსახლეობას.

ეს რუსულ იერიშები უნდა დასრულდეს. ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს და აუცილებელია მტკიცე ზომების მიღება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ დროს გაწელავს და მშვიდობას არ დაიცავს.

რამდენ ხანს აპირებს რუსეთი აშშ-სა და უკრაინის მშვიდობიანი წინადადებების უგულებელყოფას და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას?” – დაწერ მაკრონმა.

იტვირთბა....