ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერს ბრალი “საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე”, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.