ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ” – კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, კირ სტარმერი ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მიერ ბრიტანეთზე დაწესებულ სავაჭრო ტარიფებს ეხმაურება და ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

“რა თქმა უნდა, აშშ-ის გადაწყვეტილებებს გლობალური გავლენა ექნება. ჩვენ მზად ვართ, რადგან ამ ქვეყნის ერთ-ერთ სიძლიერეს სიმშვიდის შენარჩუნების უნარი წარმოადგენს. გასულ ღამეს, აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის იმოქმედა და ეს მის მანდატს წარმოადგენს. დღეს, მე ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. ეს მთავრობა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“,– აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფი გამოაცხადა.

აშშ დიდ ბრიტანეთს 10%-იან, ევროკავშირს კი 20%-იან ტარიფს დაუწესებს.

იტვირთბა....