ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს III მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს III მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 85 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე – არც ერთი.

კანონპროექტის თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

როგორც “ქართული ოცნება” ამბობს, ეს კანონი ბრიტანული მოდელის ანალოგია, რომელიც ხარისხიან და ობიექტურ ინფორმაციას უზრუნველყოფს.

იტვირთბა....