„ქართულმა ოცნებამ“ მესამი მოსმენით მიიღო, ამერიკაში დღეს მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) ქართული თარგმანი.
მომხრე 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი – არც ერთი.
“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
როგორც ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები აცხადებენ, აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ხელისუფლებას კი ამ კანონით სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.