ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პროკურატურა ბრალის წარდგენას აპირებს მამუკა ხაზარაძისთვის “საგამოძიებო კომისიაში” არ მისვლის გამო

პარტია “ლელოს” ინფორმაციით,  დღეს, 1 აპრილს პროკურატურა აპირებს ბრალი წარუდგინოს “ლელოს” დამფუძნებელსა და კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს.

“ივანიშვილი აგრძელებს მისი მთავარი ოპონენტების დევნას! 13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად. 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში – ბრალის წარსადგენად. ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან”, – წერს ირაკლი კუპრაძე.

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის განცხადების საფუძველზე აღძრა.

მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა წულუკიანის კომისიაში მონაწილეობაზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.

იტვირთბა....