კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მედიას შეხვდა.
მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ანაკლიის პორტზე,
ხაზარაძემ თქვა, რომ ივანიშვილს ანაკლიის პროექტში ყოფნა უნდოდა.
„ეს არის მოგუდვის და ვითომ დამეგობრების მეთოდი. სინამდვილეში, კომპანიებში წილში ჩაჯდომის მეთოდი და ვინც მას ეურჩება, მასზე პირდაპირ მიდის სასამართლო.
ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში – ანაკლია არ იყო მხოლოდ სტრატეგიული პროექტის გაჩერება და რუსების ინტერესები, აქ იყო პიროვნული ამბავი. მას (ბიძინა ივანიშვილს) უნდოდა, რომ ის ყოფილიყო ამ პროექტში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ მან ამაზე ღიად კატეგორიული უარი განაცხადა, მერე იყო შემოთავაზება რაღაცა, რომელსაც ჩვენ ვერ დავეთანხმებოდით, რადგან გაუმჭვირვალე ბიზნესი მე ამ ქვეყანაში არ გამიკეთებია.
მეორე მაგალითად შორს რომ არ წავიდეთ არის ბაჩიაშვილის მაგალითი, სადაც მას ივანიშვილმა კომპანიის 50% მოსთხოვა, არგუმენტურებული პასუხის რომ მიიღო, მის წინააღმდეგ 11 წლიანი გამოაცხადა ივანიშვილის მურუსიძეის სასამართლომ. კიდევ ვიმეორებ, თუ რამე არსებობს, ჩვენ მზად ვართ ამას პასუხი სასამართლოში გავცეთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ, ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება დაიწყო.