აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში MEGOBARI ACT-ის განხილვა დღეს, 27 მარტსაა დაგეგმილი – კომიტეტის სხდომა თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, MEGOBARI ACT-ი ე.წ. „რუსული კანონზე“ და ევრო-ატნალტიკური კურსიდან გადახვევაზე მიღებული საპასუხო ქმედებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი – სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.
მეგობარი აქტი ითარგმნება, როგორც: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).