ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

კრემლმა გამოაქვეყნა იმ ობიექტების სიას, რომლებზეც დროებითი ცეცხლის შეწყვეტისას თავდასხმა არ უნდა მოხდეს

კრემლი აქვეყნებს იმ ობიექტების სიას, რომლებზეც 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, თავდასხმა არ უნდა მოხდეს.

სიაში შესულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობისა და გაზის მილსადენები და საწყობები, სატუმბი სადგურების ჩათვლით, ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებელი ბლოკები,  ატომური ელექტროსადგურები, ჰიდრო-ელექტრო კაშხლის ნაგებობები.

დროებითი შეთანხმება მოქმედია 30 დღით, 2025 წლის 18 მარტიდან და შეიძლება გაგრძელდეს, თუ ორივე მხარე ამას კვლავ გადაწვეტს.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ 2 განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც  ორივე მხარე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხო უსაფრთხო ნავიგაციას, ასევე ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვას 30 დღის განმავლობაში.

იტვირთბა....