ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა.

“შეხვედრისას ხაზი გაესვა “ქართული ოცნების” მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ.

შეხვედრისას საუბარი, ასევე, შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, – ნათქვამია ზურაბიშვილის პრესსამსახური განცხადებაში.

იტვირთბა....