საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
მან საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„დღეს თქვენ დგახართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მათ წინააღმდეგ გამოდიან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ევროპულ მომავალს. თქვენ დგახართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც არ აღიარებენ გაყალბებულ არჩევნებს და ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამისთვის!
ახლა საქართველოში კრიზისი მწვავდება, რომელიც გაცდა უბრალო პოლიტიკურ კრიზისს, გაცდა არჩევნების საკითხს, გაცდა საკითხს, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებს არჩევნებს. ჩვენ ახლა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს შეიძლება, შევაფასოთ მხოლოდ ეგზისტენციალურ გამოწვევად.
მმართველი პარტია, რომელმაც მოიპოვა ძალაუფლება, მხარდაჭერილი იყო მთელი საქართველოს საზოგადოების მიერ, რადგან ისინი მოვიდნენ ევროპული მომავლის რეფორმების პროგრამით, თუმცა 28 ნოემბერს მათ გადაწყვიტეს, რომ უკან წაიღონ ყველაფერი და ზურგი შეაქციონ ერის სურვილს, რომ ქვეყანა იყოს ევროპული მომავლის ნაწილი. ყველანაირი მოლოდინების საპირისპიროდ. ქართველი ხალხის მოლოდინების მიუხედავად, ისინი ცდილობენ, უკან დააბრუნონ საქართველო რუსული სტილის მმართველობაში.
რუსული კოშმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბრუნდება 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ დღეს ვართ რეპრესიების ქვეშ. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, ისინი მიჰყავთ პოლიციაში და გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ მათ.
ახლა, როცა აქ ვდგავარ, ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მას შეიძლება, 11 წელი მიუსაჯონ არაფრის გამო, იმის გამო, რომ ის მშვიდობიანად აპროტესტებდა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება იყენებს რუსულ ტაქტიკას. ისინი იარაღად იყენებენ პოლიციას, მართლმსაჯულებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.