თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, ბოლო ხუთის დღის მანძილზე 1130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ალი იერლიკაია მომიტინგეებს დემონსტრაციის უფლების ბოროტად გამოყენებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში და პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერიმ, ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს.
მანამდე, უნივერსიტეტმა ქალაქის მერს დიპლომი გაუუქმა და ამით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.
სტამბოლის მერის დაკავებამ თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომელიც უწყეტად მიმდინარეოებს.