პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების მიერ წარდგენილ ანტინარკოტიკულ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირეს.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ანტინარკოტიკული კანონის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატება. ამ ცვლილების შესახებ 17 მარტს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.