ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მზია ამაღლობელის პროცესი 31 მარტს გადაიდო

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი  31 მარტს გადაიდო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მზია ამაღლობელის საქმის გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს, 18 მარტს, 17:50 საათზე გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

იტვირთბა....