ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა მედიის შესახებ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე იყო 86 დეპუტატი, მოწინააღმდეგე – არავინ.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას.” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

იტვირთბა....