86 მომხრე, 0 წინააღმდეგი – პარლამენტმა „აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი“ მეორე მოსმენით მიიღო.
ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს, თუმცა „ქართული ოცნება” მის შემოღებას სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.