ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოში პროცესი დემოკრატიულიდან ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის” – კესტუტის ბუდრისი

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პროცესი დემოკრატიულიდან მიდის უკან – ავტორიტარული რეჟიმისკენ. ეს არის ევროპისთვის სერიოზული შეშფოთების საგანი. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება ოდირისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც მონიტორინგს უწევდნენ წინა არჩევნებს. ნამდვილად გვაშფოთებს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო ამკაცრებს რეგულაციებს, რაც პროტესტის გამოხატვასა და სიტყვის თავისუფლებას ეხება. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო სიტუაციაა”.

განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრამდე.

იტვირთბა....