აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ამ დრომდე 5 000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით, განვაგრძობთ პროგრესის მიღწევას სამხრეთ ფლანგის გასწვრივ” – აშშ-ის გენშტაბის მეთაური

აშშ-ის გენშტაბის მეთაურის დენ კეინის განცხადებით, ამჟამად, გაერთიანებული ძალები ფოკუსირებულია სამ სამხედრო მიზანზე, რომელთა შორისაა: ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების განადგურება, ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლისთვის ირანის ფლოტზე განგრძობითი დარტყმები და მომდევნო წლებში თავდასხმის საშუალებების აღმოფხვრა.

„ფოკუსირებული ვართ სამ სამხედრო მიზანზე, ესენია: ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების განადგურება, რათა თავიდან ავირიდოთ თავდასხმები აშშ-სა და სხვებზე რეგიონში. ეს ნიშნავს თავდასხმებს გამშვებ პოლიგონებზე, მარაგებზე.  მეორე, ჩვენ განვაგრძობთ დარტყმებს ირანის ფლოტზე და მათ შესაძლებლობებზე, რათა შევინარჩუნოთ მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში. მესამე, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვუღრმავდებით ირანის შეიარაღებულ ძალებსა და ინდუსტრიულ ბაზებს, რათა ამ რეჟიმს ამერიკელებზე და ჩვენ პარტნიორებზე მომდევნო წლებში თავდასხმის საშუალება აღმოვუფხვრათ“, – აღნიშნავს კეინი.

მისი თქმით, ცენტრალური მეთაურობა განაგრძობს პროგრესის მიღწევას სამხრეთ ფლანგის გასწვრივ.

„ამ დრომდე ჩვენ 5000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით. სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა 2000-ფუტიანი ათობით ბომბი ჩამოყარეს“, – აცხადებს კეინი.

როგორც კეინი აღნიშნავს, მათ ასევე დაარტყეს რამდენიმე დრონისმწარმოებელ ქარხანას. მისივე თქმით, იერიშების შედეგად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ირანის სარაკეტო და დრონების არსენალის შემცირებაში, ასევე, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 50-ზე მეტ ხომალდს დაარტყეს ან გაანადგურეს.

იტვირთბა....