გიორგი ჩიკვაიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ძმამ განუცხადა.
საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში პირადი ჩხრეკა უტარდება გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მის საცხოვრებელ სახლშიც მიმდინარეობს ჩხრეკა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა.