ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი საქმიანი პარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის აღკვეთის ღონისძიება გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ არგუმენტებად დაასახელა შემდეგი:

პროკურატურის ცნობით, ჩიკვაიძემ დაარღვია გირაოს პირობები — არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესებზე და ამის შესახებ წინასწარ არ ახდენდნენ სასამართლოს ინფორმირებას.
ასევე, პროკურატურის განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, კერძოდ, ის იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს.
აქედან გამომდინარე, ბრალდება ამბობს, რომ გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

იტვირთბა....