ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ურაინის წარმომადგენლები უკვე საუდის არაბეთში არიან – მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

დღეს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი შეხვედრას გამართავენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინა და რუსეთი მზად უნდა იყვნენ რთული ნაბიჯების გადასადგმელად.

“ყველაზე მთავარი რაც ამ შეხვედრიდან უნდა მივიღოთ, არის ის, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს რთული ნაბიჯების გადასადგმელად, ისევე, როგორც რუსეთს მოუწევს რთული ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს, ან დროებით შეწყდეს”. – თქვა რუბიომ.

მისივე განცხადებით, ორივე დაპირისპირებული მხარე დათმობებზე უნდა წავიდეს.

“ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ ამ სიტუაციის სამხედრო გადაჭრის გზა არ არსებობს. რუსეთი ვერ დაიპყრობს მთელს უკრაინას და ცხადია, უკრაინას ძალიან გაუჭირდება გონივრულ ვადებში რუსები დააბრუნოს 2014 წლის საზღვარზე”. – განაცხადა რუბიომ.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა დღევანდელ მოლაპარაკებებს ის არ დაესწრება.

იტვირთბა....