შალვა პაპუაშვილმა მედიასთან „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია თაღლითურია და მას ბრიუსელი აფინანსებს.
„ISFED-მა 2020 წელს გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ყალბ შედეგებს ავრცელებდა თავის დონორ USAID-თან ერთად, რომელსაც აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ „კრიმინალი“ უწოდა. USAID-ის ხელმძღვანელობასთან ერთად მალავდა ნამდვილ შედეგებს და გვატყუებდნენ, როგორც ISFED-ის, ისე USAID-ის ამერიკელი და ქართველი თანამშრომლები. ქართველ ხალხს გვატყუებდნენ, რომ რამენაირად აეყირავებინათ მაშინ ხელისუფლება და არჩევნები. 2024 წელს, მათ უკვე დამალეს და არ გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის შედეგები. ადრეც ვთქვი, ჩვენ გვაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია, შედეგები რომ არ გამოექვეყნებინათ, ეს მათ უკარნახათ დონორმა. საინტერესოა, მგონი, ამაზეც უნდა ისაუბროს ISFED-მა, როგორ მიღო ეს გადაწყვეტილება, ჩართული იყვნენ თუ არა მისი დონორები და მათი კარნახით იყო თუ არა ამ შედეგების არგამოქვეყნება. ფაქტი ერთადერთ რამეს ადასტურებს – ეს არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება უკვე ჩაეხსნა და ამ თაღლითურ ორგანიზაციას დღეს აფინანსებს ბრიუსელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.