6 მარტს ბელგიის დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერი სამიტი გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ. სამიტში მონაწილეობას იღებდა უკრაინის პეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
სამიტის მთავარ თემას ომის შემდგომი უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელებაზე მსჯელობა წარმოადგენდა, რომელიც მოიცავს კიევისთვის სამომავლო სამხედრო, ფინანსური და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას.
სამიტზე ევროპული საბჭოს მიერ წარდგენილ წინადადებას ბლოკის 27 წევრიდან მხარი 26-მა დაუჭირა. გამონაკლისი უნგრეთი იყო, რომლის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, წინადადების დასამტკიცებლად ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღო ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ წარდგენილმა გეგმამ ReArm Europe (ევროპის ხელახალი შეიარაღება), რომელიც ბლოკის თავდაცვის ერთობლივი ბიუჯეტისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.