ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მადლობელი ვარ მაკრონის. მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა. იგი უნდა იყოს სამართლიანი, საიმედო და გრძელვადიანი” – ზელენსკი

“მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის, მისი მკაფიო ხედვისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის მშვიდობის მისაღწევად. მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა – ის არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან კოლაფსს. იგი უნდა იყოს სამართლიანი, საიმედო და გრძელვადიანი, და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინისთვის, ევროპისათვის და მთელი მსოფლიოსთვის.

ჩვენ ვაფასებთ იმ ლიდერების ძალისხმევას, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და აძლიერებენ ევროპის თავდაცვით შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველით მშვიდობის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს მომდევნო დღეებში.”

დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლატფორმა X-ზე.

იტვირთბა....