უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მან მაღალი თანამდებობის პირებს დაავალა დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმების შესახებ.
ზელესკის თქმით, უკრაინაში ბევრს აქვს ერთი შეკითხვა თუ რა მოხდება აშშ-ს სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.
“უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებსა და დიპლომატებს დავავალე, რომ დაუკავშირდნენ აშშ-ში თავიანთ კოლეგებს და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია. ხალხს არ უნდა მოუწიოს გამოცნობა. უკრაინა და აშშ იმსახურებენ პატივისცემით სავსე დიალოგს და ერთმანეთის მკაფიო პოზიციების გაგებას”. – თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა.