ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია. პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა” – ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურად გადაიქცა.

დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია. პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა. უკრაინისთვის უკვე შეთანხმებული სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა არის უპრეცენდენტო ტოტალური თავდასხმა იმ ერზე, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. მე უმკაცრესად ვგმობ ასეთ ღალატს.” – წერს გალერი ფლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....