გამოცემა CNN-ის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარებას უჩერებს.
თეთრი სახლის ოპიციალური პირების განცხადებით, სამხედრო დახმარებაზე პაუზა გასტანს მანამ, სანამ ტრამპი დაადგენს, რომ უკრაინის ლიდერებს გულწრფელად სურთ მშვიდობა.
“პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულები იყვნენ. ვაპაუზებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს გადაწყვეტას.” – განაცხადეს თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა.