ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“უკრაინის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, ჯერ-ჯერობით, არ განიხილება” – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, უკრაინის იშვიათი წიაღისეულის ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ დგას.

მისივე თქმით, ზელენსკის ხელი უნდა მოეწერა ეკონომიკურ შეთანხმებაზე, რომელსაც შეეძლო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ასე არ მოიქცა.

„ზელენსკი უნდა შემოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა უკრაინელ და ამერიკელ ხალხს შორის სრულ ერთიანობას. მაგრამ მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის ჩაშლა”, – აღნიშნა ბესენტმა CBS-სთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითვაზე, კვლავ გრძელდება  თუ არა წიაღისეულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ფინანსტთა მინისტრმა უპასუხა, რომ “ჯერ-ჯერობით არა.”

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელესკიმ კვლავ ისაუბრა წიაღისეულთან დაკავშირებით და თქვა, რომ ის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად არის.

იტვირთბა....